კრიმინალი

ქალს, რომელმაც პეკინის გამზირზე ბავშვი დაჭრა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

0 კომენტარი

28 აგვისტოს პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თ.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

წინასასამართლო სხდომა 23 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევა პეკინის ქუჩაზე სამი დღის წინ მოხდა. ბავშვი მშობლებთან ერთად მიდიოდა, როცა ის უცნობმა ქალმა დანით სახის არეში დაჭრა. პოლიციამ ქალი უკვე დააკავა. ის დუმილის უფლებით სარგებლობს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბავშვი საავადმყოფოდან 29 აგვისტოს გამოწერეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები