ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა

naec.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. აბიტურიენტებს ჩარიცხვებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაციის ნახვა ცენტრის ვებ-გვერდზე შეუძლიათ. 

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ თქვა, უმაღლეს დაწესებულებებში ჩაბარების მსურველთაგან წელს 71%, 28 740 აბიტურიენტი, ჩაირიცხა. როგორც ცენტრში აცხადებენ, აბიტურიენტებმა წელს შედეგი გააუმჯობესეს. 2018 წელს უმაღლეს დაწესებულებებში ჩარიცხვის მსურველთაგან 69%-მა ჩააბარა.  

წელს სახელმწიფო გრანტი დაახლოებით 6546-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. ამათგან, 100%-იანი დაფინანსება 1011-მა აბიტურიენტმა, 70%-იანი დაფინანსება 1451-მა აბიტურიენტმა, 50%-იანი დაფინანსება კი 4043-მა აბიტურიენტმა მიიღო. ისევე, როგორც შარშან, ბიზნესის ადმინისტრირება და სამართალი ყველაზე პოპულარული მიმართულებებია. 

კომენტარები