ეკონომიკური ზრდა

ივლისში სომხეთის ეკონომიკა 8.1%-ით გაიზარდა, საქართველოსი კი 6.1%-ით

ერევანი, სომხეთი
Serouj Ourishian / Wikipedia

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 29 აგვისტოს დაწერა, რომ სომხეთის ეკონომიკა 2019 წლის ივლისში 8.1%-ით გაიზარდა.

შედარებისთვის, 30 აგვისტოს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის ივლისის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 6.1%-ს შეადგენდა. პირველი შვიდი თვის საშუალო ზრდა 5.1%-ია.

7 ივნისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებდა, რომ "საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩნვენებელი არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური ჩვენს რეგიონში."

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი 23 აპრილს ამბობდა, რომ საქართველოს ეკონომიკა იმდენად გაიზრდება, რამდენადაც რეგიონი მისცემს საშუალებას:

"ჩვენ გავიზრდებით იმდენად, რამდენადაც რეგიონი მოგვცემს საშუალებას და პლუს, რამდენადაც ეფექტური ვიქნებით ჩვენ თვითონ. ეს პლუსი არის 1,5%-2%." - ამბობდა აპრილში საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

კომენტარები