განათლების სამინისტრი

ოპერის მომღერალი ბადრი მაისურაძე განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის, პირველ მოადგილედ ტენორი ბადრი მაისურაძე დაინიშნა.  

2016 წლის ნოემბრიდან დღემდე მაისურაძე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. ის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლობდა.  

განათლების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა 2019 წლის ივლისში დატოვა. მისი თქმით, 5 წელი ამ ტანამდებობაზე სრულიად საკმარისია და კერძო სექტორს უბრუნდება. 

კომენტარები