ღვინის ექსპორტი

საქართველო ღვინის მსოფლიო ექსპორტიორ ქვეყნებში მე-17 ადგილზეა

Getty Images

აშშ-ის ღვინის ეკონომისტების ასოციაციის ინფორმაციით, საქართველო ღვინის მსოფლიო ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მე-17 ადგილზეა. ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 196.9 მილიონი დოლარი შეადგინა.

ასოციაციამ კვლევა 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ჩაატარა. სიაში საფრანგეთი ლიდერობს, მეორე ადგილზე იტალიაა, მესამეზე კი ესპანეთი. 

ღვინის სააგენტოს ცნობით, 2018 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86,2 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული. იმავე წელს, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 284-მა კომპანიამ განახორციელა. ექსპორტიორი კომპანიების რიცხვი 2017 წელთან შედარებით 34-ით გაიზარდა.

კომენტარები