ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ბათუმში ქალი ცივი იარაღით დაჭრეს, დაკავებულია მისი ქმარი

www.iranhumanrights.org

ბათუმში ქალი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, 30 აგვისტოს მოხდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, ქალს ჭრილობები ცივი იარაღით, კისრის არეში აქვს მიყენებული.

უწყებაში ასევე ამბობენ, რომ ბრალდებული ქალის ქმარია და ის ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები