რუსული ოკუპაცია

ბიბილოვი: არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს სურს, არ იქნება!!!

0 კომენტარი
ფოტო: sova.news

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქართულ მხარეს სამხედრო დაპირისპირება სურს, თუმცა ის არ იქნება.

"მინდა ყველასთვის განვმარტო, რომ არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს სურს, არ იქნება!!! სოფელ უისტაეს (წნელისი) მაცხოვრებლები სრულიად უსაფრთხოდ არიან და სახელმწიფო ალანიას სასაზღვრო სამსახურის დაცვის ქვეშ იმყოფებიან. ასევე, უარვყოფ ხმებს იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა თავისი ოჯახი გაიყვანა. ჩემი ოჯახი ადგილზეა, უფროსი შვილის გამოკლებით, რომელიც მოსკოვში სასწავლებლად დედასთან ერთად გაემგზავრა. არ მოუსმინოთ ჭორებს, მათ სიკეთე არასდროს მოუტანიათ, პირადი გამოცდილებიდან ვიცი!!!", - წერს ანატოლი ბიბილოვი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ​ ​ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ჩაშლის შემდეგ, 29 აგვისტოს, ქართულ მხარეს ულტიმატუმი წაუყენა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას.

ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა.

30 აგვისტოს ოკუპირებულ სოფელ წნელისში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასა და ოფიციალური თბილისის წარმომადგენლების შეხვედრა შედგა, რომლის შემდეგაც ანატოლი ბიბილოვმა თქვა, რომ ოკუპირებულ სოფელ წნელისში საგუშაგო განთავსდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები