საფრანგეთი

საფრანგეთში ავტობუსის გაჩერებაზე მომხდარი თავდასხმისას დაიღუპა 1 და დაიჭრა 9 ადამიანი

NBC

ცენტრალურ საფრანგეთში, ქალაქ ვილერბანში ავტობუსის გაჩერებასთან მომლოდინეებს დანით შეიარაღებული კაცი დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა 9 ადამიანი. პოლიციის ინფორმაციით დაღუპული 19 წლისაა.

თავდამსხმელი ადგილიდან მიმალვას შეეცადა, თუმცა ის მოქალაქეებმა დააკავეს და ამჟამად დაპატიმრებულია. თავდასხმის მოტივი ამ დროისათვის უცნობია. პოლიცია არ აკონკრეტებს მის ვინაობას, თუმცა ადგილობრივ მედიაში წერენ, რომ ის ავღანეთის მოქალაქეა.

კომენტარები