უკრაინა-საქართველო

სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

0 კომენტარი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის დელეგაციას შეხვდა.

პრეზიდნეტებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სადაც მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის გაძლიერებაზე და ერთობლივ მიზნებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები და მიზნები აქვთ და ორმა ქვეყანამ მათი გადაჭრის გზები ერთად უნდა ეძებოს. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან დაახლოებას და გლობალურ საფრთხეებს.

საქართველოს დელეგაციიდან შეხვედრას ესწრებოდა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც.

"საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები და მიზნები აქვთ, ორმა ქვეყანამ მათი გადაჭრის გზები ერთად უნდა ეძებოს." წერია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

შეხვედრისას ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში მიიწვია.

ზურაბიშვილი ვარშავაში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავზე დაგეგმილ ღონისძიებს დაესწრება. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბულგარეთის, ესტონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებთან. პრეზიდენტი ასევე სიტყვით გამოვა გამოფენის „50 ქალი საქართველოდან“ გახსნაზე და კონფერენციაზე „ქალთა როლი პოლიტიკაში.

ვარშავაში უნდა ჩასულიყო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელიც ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავდა, თუმცა ვიზიტი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მოახლოებული ქარიშხლის გამო გადადო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები