მეორე მსოფლიო ომი

გერმანიის პრეზიდენტმა პოლონეთს ნაცისტური ტირანიისათვის პატიება სთხოვა

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ანჯეი დუდა
EPA

მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პოლონეთს ნაცისტური ტირანიისათვის პატიება სთხოვა.

ცერემონია პოლონეთის ქალაქ ველიუნში გაიმართა. ეს პირველი პოლონური ქალაქი იყო, რომელიც ნაცისტურმა გერმანიამ ომის დაწყების შემდეგ დაბომბა.

"ქედს ვიხრი გერმანიის ტირანიის პოლონელი მსხვერპლების წინაში და პატიებას ვითხოვ." თქვა მან.

შტაინმაიერთან ერთად ცერემონიაში პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მონაწილეობდა, რომელმაც ნაცისტური გერმანიის თავდასხმას ბარბაროსული ქმედება უწოდა.

დღეს ცერემონია გაიმართება დედაქალაქ ვარშავაში, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, ხორვატიის, ჩეხეთის, ლიტვის, სლოვაკეთის, უნგრეთის, უკრაინისა და საქართველოს ლიდერები.

ღონიძიებაზე მიწვეული არ არის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები