ჰეზბოლა-ისრაელი

ჰეზბოლამ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ანტი-სატანკო რაკეტები გაისროლა

Reuters

ლიბანურმა შიიტურმა დაჯგუფება ჰეზბოლამ, რომელსაც მხარ ირანი უჭერს ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რამდენიმე ანტი-სატანკო რაკეტა გაისროლა.

მათი თქმით ეს პასუხი იყო ისრაელის მხრიდან ბეირუთში ჰეზბოლაზე დრონებით თავდასხმაზე.

ისრაელის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ რაკეტების სამიზნეს ისრაელის არმიის ბაზა და მათი სამხედრო ტექნიკ წარმოადგენდა.

ჰეზბოლას თქმით მათი თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა ისრაელი ამას არ ადასტურებს და ამბობენ, რომ არავინ დაშავებულა.

საპასუხოდ ისრაელმა ლიბანის სამხრეთით ჰეზბოლას პოზიციებზე არტილერიით და ვერტმფრენებით თავდასხმა მოაწყო.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ თქვა, რომ ისრაელის დრონების თავდასხმის შედეგად ლიბანის ორი მოქალაქე დაიღუპა.

ჰეზბოლას წარმომადგენლების თქმით ისრაელის ორი დრონი ჩამოვარდა და ერთ-ერთი მათგანი მათ მედია ცენტრს დაეცა.

ლიბანის პრემიერმინისტრმა საად ჰარირიმ ისრაელი ლიბანის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა.

ამის შემდეგ ნასრალამ ისრაელი გააფრთხილა, რომ თავდასხმა გარდაუვალი იყო. მის კომენტარებს ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა და თქვა, რომ ისრაელი ნებისმიერი სცენარისათვის მზადაა.

ეს ისრაელსა და ლიბანს შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული სასაზღვრო ინციდენტია. 2006 წელს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ერთთვიან კონფლიქტს 1,000 მშვიდობიან მოქალაქეზე მეტი ემსხვერპლა.

კომენტარები