მსჯავრდებულთა შეწყალება

"კრიმინალი სალომე, ვინ დაგავალა შეწყალება" - პრეზიდენტის სასახლესთან ენმ აქციას მართავს

ათონელის რეზიდენციასთან ნაციონალური მოძრაობის წევრები აქციას მართავენ. შეკრებილები სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას აპროტესტებენ. 

"კრიმინალების და ქურდების პრეზიდენტი", "სირცხვილია", "ვინ დაგავალა შეწყალება","კრიმინალი სალომე" - აქციის მონაწილეებს ეს და მსგავსი შინაარსის ბარები უჭირავთ. 

ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტის სასახლის ორივე შესასვლელის პიკეტირებას გეგმავს, რადგან ზურაბიშვილმა რეზიდენციაში შესვლამდე სირცხვილის კორიდორი გაიაროს. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის მკვლელობისთვის იხდიდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ბათუმელებმა" გაავრცელა. გამოცემის ცნობით, ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული პატიმარი სასჯელს ბათუმელი პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა.

"რატომ შევიწყალე ამას ნამდვილად არ გეტყვით, ეს არის დისკრეციული უფლება პრეზიდენტის და ყველა იურისტმა ან არა იურისტმა ეს იცის", - ასე უპასუხა ზურაბიშვილმა იმედის ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ შეიწყალა დევაძე. პრეზიდენტის თქმით, ამ თემაზე თუ რამე განცხადებაა გასაკეთებელი ეს უნდა გაკეთდეს თბილისში.

კომენტარები