US OPEN

ნოვაკ ჯოკოვიჩი US Open-ს ტრავმის გამო გამოეთიშა [Video]

0 კომენტარი
ნოვაკ ჯოკოვიჩი ფოტო: the week

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, გასულ წელს ამერიკის ღია პირველობის ტურნირის გამარჯვებულმა სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა შვეიცარიელ სტენ ვავრინკასთან თამაში მხრის ტრავმის გამო შეწყვიტა.

ჯოკოვიჩი შვეიცარიელმა პირველ ორ სეტში ანგარიშით 6:4, 7:5 დაამარცხა, მესამე სეტში კი ორმაგი შეცდომის დაშვების შემდეგ სერბმა თამაში შეწყვიტა და შესაბამისად ამერიკის ღია პირველობის ტურნირს გამოეთიშა.

ამან მაყურებლის უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც ჯოკოვიჩმა მათ ბოდიში მოუხადა.

ვავრინკა მეოთხედფინალში რუს დანილ მედვედევს შეხვდება. მეოთხედფინალებში გავიდნენ ასევე ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი და ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი.

მეოთხედფინალში გასავლელად კვლავ იბრძვიან რაფაელ ნადალი, ალექსანდრ ზვერევი, მარინ ჩილიჩი, დიეგო შვარცმანი, ანდრეი რუბლევი, მატეო ბერეტინი, გაელ მონფილსი და პაბლო ანდუხარი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები