ჯანდაცვის სისტემა

16 წლის მოზარდი, რომელიც კომაში რეანომობილის გაუმართაობის გამო ჩავარდა, გარდაიცვალა

16 წლის მოზარდი, რომელიც კომაში რეანომობილის გაუმართაობის გამო ჩავარდა, გარდაიცვალა. 

ლუკა ფოფხაძე უგონო მდგომარეობაში 41 დღის განმავლობაში იყო. ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მკურნალობდა. 

16 წლის მოზარდი ვირუსული ნეიროტოქსიკოზის ნიშნებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ამბროლაურის საავადმყოფოში 20 ივლისს მიიყვანა. მალევე გამოიძახეს რეანომობილი, რომელსაც ბიჭი ქუთაისში უნდა წაეყვანა. თუმცა, ვინაიდან რაჭაში რეანომობილები არ არის, მანქანა მისთვის ლენტეხიდან წამოვიდა, რასაც რამდენიმე საათი დასჭირდა. ამასთან, გზაში რეანომობილის აპარატურა მწყობრიდან გამოვიდა და პაციენტს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა, რამაც მისი გულ-ფილტვის გაჩერება გამოიწვია. ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწორედ ამან გამოიწვია. 

კომენტარები