ეთიოპია

ეთიოპიაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თხები მძევლად აიყვანეს

0 კომენტარი

ჩრდილოეთ ეთიოპიაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თხები მძევლად აიყვანეს. როგორც ოპოზიციური პარტია, "არენა თიგრეი" ამბობს, მთავრობა ზენავი ასმელაშის 16 თხას ბერკეტად გამოიყენებს, რათა ლიდერს პოლიტიკა დაატოვებინოს.  

როგორც ოპოზიციური პარტია ამბობს, უშიშროების სამსახურის წევრებმა პოლიტიკოსის თხები საძოვრებიდან გაიტაცეს. ასმელაშის თქმით, სამმა თხამ თავის დაღწევა მოახერხა და შინ დაბრუნდა, 13 კი კვლავ მძევლად რჩება.  

ეთიოპიაში ცხოველთა დამცველებმა კამპანია დაიწყეს, ისინი თხების გათავისუფლებას ითხოვენ.  

"არენა თიგრეი" ოპოზიციური პარტიაა, რომელიც ეთიოპიის არცევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. ლიდერი ზენავი ასმელაში წარსულში დაპატიმრებული იყო. როგორც ის ამბობს, პოლიციელები პარტიის დატოვებას სთხოვდნენ, ამჯერად კი ბერკეტად მის თხებს იყენებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები