ქართული ოცნება

3 სექტემბერს ქართული ოცნების პოლისატჭოს და უმრავლესობის სხდომები გაიმართება

ხვალ, 3 სექტემბერს, 09:00-ზე, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ დაიწყება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა.

სწორედ ხვალ გახდება ცნობილი, ვის წარადგენს ქართული ოცნება საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტზე.

მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დღეს დატოვა. არსებული ინფორმაციით, მას შს მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის.

კომენტარები