ქარიშხალი დორიანი

ბაჰამის კუნძულებზე მეხუთე კატეგორიის ქარიშხალს სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Reuters

ბაჰამის კუნძულებს მეხუთე კატეგორიის შტორმმა დორიანმა გადაუარა. დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი.

ქარის სიჩქარე საათში 240 კილომეტს აღწევდა. განადგურდა და დაზიანდა 13,000-მდე შენობა. ქარიშხალმა მოგლიჯა ხეები. დაიტბორა ქუჩები და სახლები. დატბორილია საერთაშორისო აეროპორტიც.

შტორიმი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსაკენ მიემართება. ფლორიდის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კომენტარები