ფასიანი ქაღალდები

ფინანსთა სამინისტრომ 40 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკი იუწყება, რომ ფინანსთა სამინისტრომ 3 სექტემბერს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

ფასიანი ქაღალდების ვადიანობა 364 დღეს შეადგენს.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა და მოთხოვნამ 69 მილიონი ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6.540%-ს, მაქსიმალური 7.150%-ს, ხოლო საშუალო შეწონილი 7.055%-ს.

27 აგვისტოს ფინანსთა სამინისტრომ ხუთ წლიანი ვადიანობის, 50 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები გაყიდა.

კომენტარები