ხელფასები

საქსტატი: ბიზნესის სექტორში საშუალო ხელფასი 1 241 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მეორე კვარტალში ბიზნესის სექტორში საშუალო ხელფასი 1 241 ლარი იყო.

მსხვილ ბიზნესში საშუალო ხელფასი 1 251 ლარს შეადგენს, საშუალო ბიზნესში 1 407.7 ლარს, ხოლო მცირე ბიზნესში 1 132.6 ლარს.

საქსტატის ცნობით, ბიზნესის სექტორში 687.9 ათასი ადამიანია დასაქმებული ბოლო მონაცემებით. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს რიცხვი 4.8%-ით გაზრდილია. აქედან 41.1% ქალია, 58.9% კი - კაცი.

რაოდენობრივად, ყველაზე მეტი ადამიანი ვაჭრობასა და ავოტმობილებისა და მოტოციკლეტების რემონტის სფეროშია დასაქმებული (26.6%). ამას მოსდევს დამამუშავებელი მრეწველობის (12.7%) და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (10.3%).

ბიზნესის სექტორში დასაქმებულთა ყველაზე დიდი წილი, რეგიონების მიხედვით, თბილისზე მოდის. დედაქალაქში სექტორის 64.1%-ია დასაქმებული. მეორე ადგილზე აჭარაა 9.7%-ით, მესამეზე კი იმერეთი 6.8%-ით.

კომენტარები