ლარის გაუფასურება

დოლარი 2.97 ლარი ღირს - ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს

0 კომენტარი
ფოტო: ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ცნობით, 3 სექტემბრის სავალუტო აუქციონის შედეგად, ლარი დოლართან მიმართები 0.69 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 0.17 თეთრით გამყარდა.

ამრიგად, ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.9683 ლარი იქნება, ერთი ევროსი კი - 3.2481 ლარი.

დღის პირველ ნახევარში, ერთი დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 3 ლარს გადასცდა.

ლარი გაუფასურდა აგრეთვე თურქულ ლირასთან მიმართებით და გამყარდა ბრიტანულ ფუნტთან.

ივნისის პირველ ორ კვირაში დროებითი გამყარების შემდეგ, ლარმა 14 ივნისიდან გაუფასურება განაგრძო და 1 აგვისტოს დოლართან მიმართებით რეკორდულ მინიმუმამდე, 2.9718-მდე დაეცა. 1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა, რასაც ლარის ოდნავი გამყარება, შემდეგ კი კვლავ გაუფასურება მოსდევს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები