საქართველო-რუსეთი

თბილისში მაქსიმ გალკინის კონცერტი იგეგმება

თბილისში რუსი მომღერლის, მაქსიმ გალკინის კონცერტი იგეგმება. როგორც ღონისძიების აღწერაშია მითითებული, ორგანიზატორი Tickets Online GROUP-ი იქნება. 

Tickets Online GROUP-ში ტაბულას დაუდასტურეს, რომ მომღერალთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კონცერტი კი, სავარაუდოდ, 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.   

ცნობისთვის, 2019 წლის ზაფხულში ბათუმში რუსული ჯგუფის A-Studio-ს კონცერტი უნდა გამართულიყო. მას შემდეგ, რაც ღონიძიებას ქართველთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა, კონცერტი გაუქმდა. მანამდე, თბილისში პუტინის მხარდამჭერი მომღერლის, გრიგორი ლეპსის, კონცერტი ჩატარდა, რაზეც საზოგადოების დიდმა ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა. 

კომენტარები