საქართველოს პარლამენტი

გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა გამოქვეყნდა

პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამა პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

დოკუმენტის მიხედვით, იქნება 4 ძირითადი მიმართულება: უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა. 

ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე გუშინ წარადგინა. სამთავრობო ცვლილებების განხილვა პარლამენტში უკვე დაიწყეს. საკანონმდებლო ორგანო მთავრობის დამტკიცებას 8 სექტემბერს აპირებს.

პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დღეიდან დაიწყება. მინისტრობის კანდიდატებს დღეს, საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ.

დეპუტატების წინაშე პირველად საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი წარდგება, მას საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ.

დღის მეორე ნახევარში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ.

კომენტარები