აშშ

პენტაგონმა ტრამპის სასაზღვრო კედლის ასაშენებლად ბიუჯეტიდან $3.6 მილიარდი გამოყო

unian.info

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის თანხმობით პანტაგონის ბიუჯეტიდან 3.6 მილიარდი აშშ დოლარი სამხედრო ნაგებობების მშენებლობისათვის გამოიყო, რომელიც ტრამპის მთავარი წინასაარჩევნო დაპირების, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობას მოხმარდება.

ეს თანხა სასაზღვრო კედელთან დაკავშირებულ 11 პროექტს მოხმარება. კონგრესისათვის ესპერის მიერ მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ ამ ნაგებობების მშენებლობა საზღვარზე საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია. წერილში არ არის ნახსენები თავად სასაზღვრო კედელი.

დემოკრატიულ პარტიაში კი ამბობენ, რომ თანხის ამგვარი გადანაწილება სხვა მნიშვნელოვან პროექტებს დააზარალებს.

CNN თავდაცვის დეპარტამენში წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ თანხის გამოსაყოფად 127 სამხედრო პროექტი შეჩერდა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც კონგრესმა მის მიერ სასაზღვრო კედლის ასაშენებლად მოთხოვნილი 5.4 მილიარდი აშშ დოლარის ნაცვლად არსებული კედლის გასაგრძელებლად მხოლოდ 1.4 მილიარდი აშშ დოლარი შეიტანეს ბიუჯეტში. ტრამპმა ბიუჯეტის პროექტს ხელი მოაწერა, რათა მთავრობის ხელახალი დახურვა თავიდან აეცილებინა, თუმცა ამის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც პრეზიდენტს საშუალებას აძლებს სხვადასხვა ფონდებიდან თანხები სასაზღვო კედლის მშენებლობისათვის გამოიყენოს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პენტაგონმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 1 მილიარდი აშშ დოლარი უკვე გამოყო.

კომენტარები