თბილისის მერია

ვეფხი და მოყმის ძეგლთან სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

კახა კალაძის ინფორმაციით, ვეფხი და მოყმის ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება. თბილისის მერის თქმით, ეს იქნება ერთკილომეტრიანი კვანძი, რომელიც მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩას ერთმანეთთან დააკავშირებს.

"ეს იქნება ერთკილომეტრიანი კვანძი, რომელიც შედგება შვიდი სხვადასხვა სიგრძის ღერძისგან და მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩას დააკავშირებს. იცით, რომ უკვე დაწყებულია ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი გზის მშენებლობა. ეს ახალი კვანძი ამ დიდი პროექტის მეორე ნაწილია, ხოლო მესამე იქნება მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების ხიდით დაკავშირება. სავარაუდო პროექტით, მარჯვენა-მარცხენა სანაპიროზე გადამსვლელი ხიდი სამტრედიის ქუჩას დაუკავშირდება. ამ პროექტზეც მიმდინარეობს მუშაობა. ვეფხი და მოყმის ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე  ტენდერს ვაცხადებთ და შემსრულებელ კომპანიას შევარჩევთ", - თქვა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ პროექტი მომზადებულია მაღალი სტანდარტით და ყველა საერთაშორისო ტექნიკურ მოთხოვნას პასუხობს.

კომენტარები