სამტრედია

სამტრედიაში ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - video

0 კომენტარი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამტრედიაში ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

უწყების ცნობით, ცეცხლი ნავთობბაზაზე საწვავით სავსე 1000 ტონიან რეზერვუარს გაუჩნდა.

"არსებობდა ცეცხლის სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხე, ბაზის ტერიტორიაზე 17 რეზერვუარია, ჯამში 32 000 ტონა საწვავით, რაც დამატებით საშიშროებას წარმოქმნიდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, სწრაფად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება" - წერია უწყების მიერ გავცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფრომაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 70-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები