პიტერ ლინდბერგი

ცნობილი გერმანელი ფოტოგრაფი პიტერ ლინდბერგი გარდაიცვალა

Lindbergh

გუშინ, 3 სექტემბერს 74 წლის ასაკში, ცნობილი გერმანელი ფოტოგრაფი პიტერ ლინდბერგი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მისი ოფიციალური ინსტაგრამ გვერდიდან გავრცელდა.

ლინდბერგი ცნობილია თავისი ნამუშევრებით ისეთი ჟურნალბისთვის, როგორიცაა Vanity Fair, Vogue, Harper’s Bazaar და მრავალი სხვა. ასევე აღსანიშნავია მის მიერ გადაღებული ანჯელინა ჯოლის, ქეით უინსლეტის, ქეით ბლანშეტისა და ქეით მოსის ფოტოები. ლინბერგმა შექმნა Pirelli-ს კალენდარი და ამ პროექტზე ოთხჯერ იმუშავა. 

გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

კომენტარები