ავსტრალია

3400 ადამიანი ვეგანის სახლთან, ვინც მეზობლებს ხორცის სუნის გამო უჩივლა, ბარბექიუს შეწვავს

0 კომენტარი
ფოტო: 9news

3400 ადამიანი ავსტრალიელი ვეგანი ქალის სახლთან, ვინც მეზობლებს ხორცის სუნის გამო უჩივლა, ბარბექიუს შეწვას გეგმავს.

ამჟამინდელი მონაცემებით, სილა კარდენის სახლთან 3200 ადამიანი მიდის ბარბექიუს შესაწვავად, Facebook ღონისძიებით 8200 მომხმარებელი არის დაინტერესებული. 

"ნუ მისცემთ სილა კედარს უფლებას გაანადგუროს ძველი და კარგი ავსტრალიური ტრადიცია, შემოგვიერთდით და დაეხმარეთ სილა კედარს, რომ ცოტაოდენი ღორის ხორცი მის ჩანგალზეც მოხვდეს," - ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

ღონისძიებაზე ვეგანები არ დაიშვებიან.

კედარის სახლთან ბარბექიუს შეწვა 19 ოქტომბერს 15:00 საათზე იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთ ავსტრალიაში მცხოვრებმა ვეგანმა ქალმა მეზობლებს ბარბექიუს სუნის გამო სასამართლოში უჩივლა. მისი თქმით მეზობლების ეზოდან მომავალი შემწვარი თევზის და ხორცის სუნის გამო დაძინებას ვერ ახერხებს. ქალს მიაჩნია, რომ მეზობლები ამას განზრახ აკეთებენ.

"ისინი ამას სპეციალურად აკეთებენ, რომ მხოლოდ თევზის სუნი მოდიოდეს. ეზოში ვეღარ გავდივარ." ამბობს ქალი.

სასამართლოს მისი საჩივარი საჭმლის და სიგარეტის სუნის, სკამების, ბავშვების და ჩიტების ხმაურის გამო არ მიიღო. ქალმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა კვლავ უარი მიიღო. მათ მომჩივანს მოუწდეს მეზობლებთან შეთანხმებას მოლაპარაკების გზით მიაღწიოს.

ქალი მეზობლებს 2017 წლიდან უჩივის. ერთ-ერთმა მეზობელმა თქვა, რომ მისი საჩივრების გამო ბარბექიუს შეწვა შეწყვიტა და ბავშვებს კალათბურთის თამაში აუკრძალა. მეორე მეზობელი კი ამბობს, რომ მის საჩივრებს საფუძველი არ აქვს და მათი უფლებების შეზღუდვას ცდილობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები