ფილიპინები

ფილიპინების აეროპორტში ბარგის შემოწმებისას ჩანთაში 6 დღის ბავშვი იპოვეს

CNN

ფილიპინების აეროპორტში ამერიკელი ქალის ბარგის შემოწმებისას ჩანთაში ბავშვი იპოვეს.

ფილიპინების საიმიგრაციო ბიუროს სპიკერმა მელვინ მაბულაკმა თქვა, რომ შემთხვევა ოთხშაბათს, მანილას Ninoy Aquino-ს საერთაშორისო აეროპორტში მოხდა.

როგორც ცნობილია, ბავშვი მხოლოდ ექვსი დღის იყო. ქალი ამბობს, რომ ის ბავშვის დეიდაა, თუმცა ჯერჯერობით მათი ნათესაური კავშირის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

საქმე ფილიპინების გამოძიების ეროვნული ბიუროს ტრეფიკინგის განყოფილებას გადაეცა.

კომენტარები