პიტერ ლინდბერგი

სილამაზე, წარმატება და თანამედროვეობა პიტერ ლინდბერგის ობიექტივში

michaelwendt

გუშინ, 3 სექტემბერს 74 წლის ასაკში, ცნობილი გერმანელი ფოტოგრაფი პიტერ ლინდბერგი გარდაიცვალა. ამ ხელოვანის ცხოვრება საინტერესო და, რა თქმა უნდა, ძალიან მრავალფეროვანი იყო. ინტერვიუ, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, 2017 წელს ჟურნალში i-D დაიბეჭდა და მასში ფოტოგრაფი სილამაზეზე, ნიჭსა და ზოგადად საკუთარ ცხოვრებაზე საუბრობს.  

პიტერ ლინდბერგი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელმაც სუპერმოდელების ეპოქა შექმნა, ხელოვნებაში სილამაზის რევოლუციური აღქმა შემოიტანა, რამაც ხელი შეუწყო სამოდელო ფოტოგრაფიის გადააზრებას და მისთვის ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობის მინიჭებას. ლინდბერგი 40 წლის განმავლობაში მოდაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ამდენი მიღწევის შემდეგ ადამიანს დასვენება მოუნდებოდა, თუმცა ლინდბერგი 2017 წელს ბერლინში, თავისი წიგნის "Peter Lindbergh A Different Vision on Fashion Photography" პრეზენტაციაზე იმყოფებოდა და სწორედ მაშინ, მას i-D-ს ჟურნალისტი გაესაუბრა. 

ნაომი კემპბელი, ტატიანი პატიცი, ლინდა ევანგელისტა, კრისტი ტარლინგტონი და სინდი კროუფორდი.
ფოტო: პიტერ ლინდბერგი / artnet

რადგან ბერლინში ვართ, როგორია თქვენი და ამ ქალაქის ურთიერთობა?

ჩემთვის, დუისბურგელი ბიჭისთვის, ყველაფერი აქ, ბერლინში დაიწყო. დღის განმავლობაში ჰერმანპლაცზე, უნივერმაგ Karstadt-ში პროდუქციის ფოტოგრაფად ვმუშაობდი, შემდეგ კი საღამოს სკოლაში დავდიოდი. მინდოდა აბსტრაქტული ხელოვნება შემექმნა, თუმცა მივხვდი, რომ ამისთვის, კლასიკური ხელოვნება უნდა შემესწავლა. ვინსენტ ვან გოგი ჩემთვის ყოველთვის შთაგონების წყარო იყო - ის რასაც მან მიაღწია, ჩემთვისაც საწადელი იყო. სწორედაც ასე მოვიქეცი. ჯერ არლეში ვიმოგზაურე, შემდეგ ესპანეთსა და მაროკოში. 2 წელიწადში კი გერმანიაში დავბრუნდი. დრო რომელიც ბერლინში გავატარე საკვანძო მომენტად იქცა, ათვლის წერტილი იყო ჩემთვის. 

როგორი გრძნობაა, ამდენი თაყვანისმცემელი რომ გყავთ?

გასულ წლამდე წიგნებისთვის ხელისმოწერაზე უარი მქონდა ნათქვამი. საერთოდ არ მაინტერესებდა მსგავსი რაღაცები. თუმცა, ყველაფერი შეიცვალა. სინამდვილეში ეს წარმოუდგენლად ემოციური და მშვენიერი სიტუაციებია. რა თქმა უნდა, ზოგჯერ შემთხვევით იდიოტსაც გადაეყრები, თუმცა მთლიანობაში ესეც საკმაოდ სახალისოა. სიმართლე რომ ვთქვა, საკმაოდ მორიდებული ვარ და როდესაც ვინმე ჩემ გამო ტირილს იწყებს არც კი ვიცი რა ვუთხრა ან რითი დავამშვიდო (იცინის). ისე კი ნამდვილი ფანი გოგოები არ მყავს. 

თქვენ და თქვენი ნამუშევრები უამრავი ადამიანის კარიერასა და ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენთ, ეს როგორი შეგრძნებაა?

ნამდვილად ძალიან კარგი გრძნობაა. არ არის აუცილებელი ხედავდე ან იცნობდე ამ ადამიანებს, უბრალოდ ის, რომ ისინი არსებობენ უკვე უმშვენიერესი რამაა. რთულ მომენტებში ეს ძალიან გეხმარება, ხომ ხვდებით?

ახლა, როდესაც შეგიძლიათ შორიდან შეაფასოთ, თქვენი შემოქმედებით ამაყობთ?

სიტყვა "ამაყს" არ გამოვიყენებდი. მოდი ასე ვთქვათ, ეს თავისუფლების შეგრძნებაა. კი, თავს თავისუფლად გრძნობ. 

თქვენ 70 წელს გადაცილებული ადამიანი ბრძანდებით. არ მინდა, უპატივცემულობაში ჩამეთვალოს, უბრალოდ თქვენი ასაკის ხალხს უკვე ჯდომა და დასვენება უნდა, თქვენ კი არ გავხართ ადამიანს, რომელსაც ერთ ადგილზე გაჩერება შეუძლია,მას გავხართ, ვისაც მუდამ ახლის შექმნა სურს. 

ჩემი შემოქმედების წყურვილი არსად ქრება. ხალხი მეუბნება, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობ. ისინი ამბობენ, რომ ამდენის კეთება არც მჭირდება. ვერ ვხვები ასე რატომ ფიქრობენ. საკუთარ თავს ვეკითხები: "რატომ არ უნდა მაინტერესებდეს რაღაცები?" სულაც არ მინდა დასვენება. თავბრუსხვევას კვლავ ვგრძნობ. ზუსტად ვიცი რა მინდა რომ ვაკეთო და რა - არა.

აქვს თუ არა საზოგადოებას, თქვენთან შეხვედრისას, საკუთარი შეხედულება იმაზე თუ ვინ არის, ან არ არის პიტერ ლინდბერგი?

 დიახ, ხდება ხოლმე. თუმცა უნდა ეცადო რომ ასეთ სიტუაციებს გაექცე. არავინ უნდა გიკარნახოს, როგორი უნდა იყო ან რა უნდა გააკეთო. 

როდის მიხვდით რომ ნიჭი გაქვთ?

როდესაც ჩემს ნაღვაწს გადავხედავ ხოლმე, შემიძლია ვთქვა რომ დიადი მომენტებიც მქონდა. მაგრამ იმ მომენტში რთულია, რომ ეს სიდიადე ამოიცნო. ყოველთვის საკუთარ საქმეზე ვარ კონცენტრირებული და ვცდილობ, სხვებმა ჩემზე ზემოქმედება არ მოახდინონ. 

ძალიან რთული უნდა იყოს...

უნდა აღმოაჩინო შენი ნიჭი, დააფასო ის და დანახვადად აქციო. ამის შემედეგ, ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ გაქრება, მათ შორის სიამაყის გრძნობაც. ამას ბევრ ადამიანში ვხედავ, რომელიც თვლის რომ განათლებულია. მათ აქვთ ნიჭი, თუმცა არ აქვთ საკუთარ კრეატიულობასთან დამოუკიდებელი წვდომა. სხვა ადამიანები ზედმეტად დიდ გავლენას ახდენენ მათზე. მათ არ შეუძლიათ საკუთარი პოტენციალის სწორად მიმართვა და მისგან რაღაცის შექმნა. ამის საპირწონედ, ისინი მართულნი არიან სხვების სურვილებითა და წარმოდგენებით. 

სილამაზის აღქმა და მნიშვნელობა მუდამ იცვლება. 

გუშინ, 3 სექტემბერს 74 წლის ასაკში, ცნობილი გერმანელი ფოტოგრაფი პიტერ ლინდბერგი გარდაიცვალა. ამ ხელოვანის ცხოვრება საინტერესო და, რა თქმა უნდა, ძალიან მრავალფეროვანი იყო. ინტერვიუ, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, 2017 წელს ჟურნალში i-D დაიბეჭდა და მასში ფოტოგრაფი სილამაზეზე, ნიჭსა და ზოგადად საკუთარ ცხოვრებაზე საუბრობს.  

პიტერ ლინდბერგი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელმაც სუპერმოდელების ეპოქა შექმნა, ხელოვნებაში სილამაზის რევოლუციური აღქმა შემოიტანა, რამაც ხელი შეუწყო სამოდელო ფოტოგრაფიის გადააზრებას და მისთვის ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობის მინიჭებას. ლინბერგი 40 წლის განმავლობაში მოდაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ამდენი მიღწევის შემდეგ ადამიანს დასვენება მოუნდებოდა, თუმცა ლინდბერგი 2017 წელს ბერლინში, თავისი წიგნის "Peter Lindbergh A Different Vision on Fashion Photography" პრეზენტაციაზე იმყოფებოდა და სწორედ მაშინ, მას i-D-ს ჟურნალისტი გაესაუბრა. 

რადგან ბერლინში ვართ, როგორია თქვენი და ამ ქალაქის ურთიერთობა?

ჩემთვის, დუისბურგელი ბიჭისთვის, ყველაფერი აქ, ბერლინში დაიწყო. დღის განმავლობაში ჰერმანპლაცზე, უნივერმაგ Karstadt-ში პროდუქციის ფოტოგრაფად ვმუშაობდი, შემდეგ კი საღამოს სკოლაში დავდიოდი. მინდოდა აბსტრაქტული ხელოვნება შემქმნა, თუმცა მივხვდი, რომ ამისთვის, კლასიკური ხელოვნება უნდა შემესწავლა. ვინსენტ ვან გოგი ჩემთვის ყოველთვის შთაგონების წყარო იყო - ის რასაც მან მიაღწია, ჩემთვისაც საწადელი იყო. სწორედაც ასე მოვიქეცი. ჯერ არლეში ვიმოგზაურე, შემდეგ ესპანეთსა და მაროკოში. 2 წელიწადში კი გერმანიაში დავბრუნდი. დრო რომელიც ბერლინში გავატარე საკვანძო მომენტად იქცა, ათვლის წერტილი იყო ჩემთვის. 

როგორი გრძნობაა, ამდენი თაყვანისმცემელი რომ გყავთ?

გასულ წლამდე წიგნებისთვის ხელისმოწერაზე უარი მქონდა ნათქვამი. საერთოდ არ მაინტერესბდა მსგავსი რაღაცები. თუმცა, ყველაფერი შეიცვალა. სინამდვილეში ეს წარმოუდგენლად ემოციური და მშვენიერი სიტუაციებია. რა თქმა უნდა, ზოგჯერ შემთხვევით იდიოტსაც გადაეყრები, თუმცა მთლიანობაში ესეც საკმაოდ სახალისოა. სიმართლე რომ ვთქვა, საკმაოდ მორიდებული ვარ და როდესაც ვინმე ჩემ გამო ტირილს იწყებს არც კი ვიცი რა ვუთხრა ან რითი დავამშვიდო (იცინის). ისე კი ნამდვილი ფანი გოგოები არ მყავს. 

თქვენ და თქვენი ნამუშევრები უამრავი ადამიანის კარიერასა და ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენთ, ეს როგორი შეგრძნებაა?

ნამდვილად ძალიან კარგი გრძნობაა. არ არის აუცილებელი ხედავდე ან იცნობდე ამ ადამიანებს, უბრალოდ ის, რომ ისინი არსებობენ უკვე უმშვენიერესი რამაა. რთულ მომენტებში ეს ძალიან გეხმარება, ხომ ხვდებით?

ახლა, როდესაც შეგიძლიათ შორიდან შეაფასოთ, თქვენი შემოქმედებით ამაყობთ?

სიტყვა "ამაყს" არ გამოვიყენებდი. მოდი ასე ვთქვათ, ეს თავისუფლების შეგრძნებაა. კი, თავს თავისუფლად გრძნობ. 

თქვენ 70 წელს გადაცილებული ადამიანი ბრძანდებით. არ მინდა, უპატივცემულობაში ჩამეთვალოს, უბრალოდ თქვენი ასაკის ხალხს უკვე ჯდომა და დასვენება უნდა, თქვენ კი არ გავხართ ადამიანს, რომელსაც ერთ ადგილზე გაჩერება შეუძლია,მას გავხართ, ვისაც მუდამ ახლის შექმნა სურს. 

ჩემი შემოქმედების წყურვილი არსად ქრება. ხალხი მეუბნება, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობ. ისინი ამბობენ, რომ ამდენის კეთება არც მჭირდება. ვერ ვხვები ასე რატომ ფიქრობენ. საკუთარ თავს ვეკითხები: "რატომ არ უნდა მაინტერესებდეს რაღაცები?" სულაც არ მინდა დასვენება. თავბრუსხვევას კვლავ ვგრძნობ. ზუსტად ვიცი რა მინდა რომ ვაკეთო და რა - არა.

აქვს თუ არა საზოგადოებას საკუთარი შეხედულება თუ ვინ არის, ან არ არის პიტერ ლინდბერგი, თქვენთან შეხვედრისას?

 დიახ, ხდება ხოლმე. თუმცა უნდა ეცადო რომ ასეთ სიტუაციებს გაექცე. არავინ უნდა გიკარნახოს, როგორი უნდა იყო ან რა უნდა გააკეთო. 

როდის მიხვდით რომ ნიჭი გაქვთ?

როდესაც ჩემს ანაღვაწს გადავხედავ ხოლმე, შემიძლია ვთქვა რომ მართლაც დიადი მომენტებიც მქონდა. მაგრამ იმ მომენტში რთულია, რომ ეს სიდიადე ამოიცნო. ყოველთვის საკუთარ საქმეზე ვარ კონცენტრირებული და ვცდილობ, სხვებმა ჩემზე ზემოქმედება არ მოახდინონ. 

ძალიან რთული უნდა იყოს...

უნდა აღმოაჩინო შენი ნიჭი, დააფასო ის და დანახვადად აქციო. ამის შმედეგ, ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ გაქრება, მათ შორის სიამაყის გრძნობაც. ამას ბევრ ადამიანში ვხედავ, რომელიც თვლის რომ განათლებულია. მათ აქვთ ნიჭი, თუმცა არ აქვთ საკუთარ კრეატიულობასთან დამოუკიდებელი წვდომა. სხვა ადამიანები ზედმეტად დიდ გავლენას ახდენენ მათზე. მათ არ შეუძლიათ საკუთარი პოტენციალის სწორად მიმართვა და მისგან რაღაცის შექმნა. ამის საპირწონედ, ისინი მართულნი არიან სხვების სურვილებითა და წარმოდგენებით. 

ქეით უინსლეტი
ფოტო: პიტერ ლინდბერგი / peterlindbergh

სილამაზის აღქმა და მნიშვნელობა მუდამ იცვლება. მაინტერესებს, ხომ არ იმოქმედა ამ ცვლილებებმა თქვენ მიერ თქვენსავე შემოქმედების ან ზოგადად სილამაზის აღქმაზე?

ცოტა ხნის წინ, Pirelli-ს კალენდარზე ვმუშაობდი და საკუთარ თავს ასეთი კითხვა დავუსვი: "რას ფიქრობენ ადამიანები, როდესაც ქალის ძველ ხატებაზე ფიქრობენ? რა შთაბეჭდილებებს ვტოვებთ უკან?" ახლა, ჩვენ მიერ სილამაზის აღქმა კომერციული ინტერესებით არის განპირობებული, და ჩემთვის ეს მიუღებელია. როდესაც Pirelli-ს კალენდრის შექმნა მთხოვეს მხოლოდ ერთი პირობით დავთანხმდი. მინდოდა, ეს სხვანაირად გამეკეთებინა, მინდოდა ქალები მაკიაჟის გარეშე მეჩვენებინა.

დარჩა ისეთი რაღაცები რაც გაშინებთ ან გაოცებთ?

შიშით, არაფერი, გარდა რამდენიმე პოლიტიკური ცვლილებისა. მაგრამ ბევრი რამ კვლავაც მაოცებს.

რა იყო ბოლო რამ, რამაც გაგაოცათ?

ეს ერთგვარი თვითდაკვირვება იყო. შეძლებთ მიიღოთ ახალი პერსპექტივები, თუ ფიქრების თქვენთვის ნორმალურ მიმართულებას გაცდებით,შეძლებთ, ახალი კონტექსტებისა და კავშირების ამოცნობას, თუ სიახლეების კეთებას მოისურვებთ. 

საკუთარი თავის რეფლექსირება დღეს უფრო რთულია, რადგან ონლაინ პიროვნებას ვქმნით, რომელიც ხშირად მის უკან მდგომ რეალურ ადამიანს არ გავს. ამაზე რას ფიქრობთ?

ვფიქრობ, რომ ინსტაგრამი და ყველა ეს გამომწერი საკმაოდ საეჭვო რამაა. თუმცა, ძალიან საინტერესოა ის, თუ რამდენ ადამიანზე გასვლა შეგიძლია. ჩვენ თითქმის ერთი წლის წინ დავიწყეთ უბრალოდ იმიტომ, რომ გვინდოდა გვეცადა, თუმცა არასდროს წარმოგვედგინა, რომ ამხელა მასშტაბებს მივაღწევდით. ეს საოცარია. 

წყარო 

კომენტარები