რუსული ოკუპაცია

პერევის საგუშაგო რამდენიმე ასეული მეტრით, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით გადავა

სოფელ პერევთან არსებული, საქართველოს მიერ კონტროლირებადი საგუშაგო რამდენიმე ასეული მეტრით ოკუპირებული ტერიტორიებისკენ გადაიწევს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და შედეგად, მოქალაქეებისთვის საფეხმავლო გზა შემცირდება.

"საუბარია პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანაზე, რაც განპირობებულია იმით, რომ ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის ხდება მხოლოდ ქვეითად და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის იქნება არსებითი შეღავათი. 2018 წლის მაისში მოხდა ამის შესახებ IRPM -ის ყველა მონაწილის ინფორმირება, ასევე, ამის შემდეგაც საუბარი რამდენჯერმე იყო IPRM-ის ფორმატის მექანიზმებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობის მოსამზადებელი სამუშაოები", - უთხრეს ტაბულას სუს-ში.

კომენტარები