ავთანდილ წერეთლის ბრალი

ადვოკატის ინფორმაციით, ავთანდილ წერეთლის სარჩელი სააპელაციომ წარმოებაში არ მიიღო

ტვ პირველი

ავთანდილ წერეთლის სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. ამის შესახებ მისი ადვოკატი "ინტერპრესნიუსს" ესაუბრა.

უფლებადამცველის თქმით, წერეთელს ათ სექტემბრამდე აქვს დრო, რომ მიიღოს გადაწყვეტილება გადაიხდის თუ არა გირაოს. თუმცა კახა წერეთელი აქვე დასძენს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს გადახდას არ აპირებს.

"სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს საკითხი სრულყოფილად ჰქონდა განხილული, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით, თუმცა, სხვა გზა არ არის, აღკვეთის ღონისძიების კუთხით სააპელაციოს გადაწყვეტილება საბოლოოა და ის აღარ საჩივრდება, შესაბამისად, ათ სექტემბრამდე გვაქვს დრო, რომ გადავწყვიტოთ კონკრეტულად რას ვაკეთებთ. ბატონი ავთო არ აპირებს ფულის გადახდას.

ფულის გადახდის გარდა, შესაძლებელია უძრავი ქონებაზე საუბარი და თუ არადა, თუ არც უძრავი ქონებით მოხდა უზრუნველყოფა და არც თანხით გადახდა, ასეთ შემთხვევაში, პროკურატურა უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების, ამ შემთხვევაში პატიმრობის თაობაზე",- ამბობს ადვოკატი.

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, მიმდინარე წლის 22 აგვისტოდ წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას, თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, "რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".

ავთანდილ წერეთელი ტელეკომპანია პირველის ხელმძღვანელის, ვახტანგ წერეთლის მამაა.

კომენტარები