Mac Miller

დააკავეს პირი, რომელმაც MAC MILLER-ს სიკვდილამდე ფენტალინის შემცველი წამალი მიყიდა

0 კომენტარი
ფოტო: Hollywoodreporter.com

გუშინ, კალიფორნიაში, დააკავეს პირი, რომელმაც 26 წლის რეპერს მაკ მილერს გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე სხვა ნარკოტიკებთან ერთად ფენტანილის შემცველი წამალი მიყიდა.

DEA-ს ინფორმაციით, 23 წლის კამერონ ჯეიმს პეტიტმა სხვა ადამიანებთან ერთად მაკ მილერს 30 მილიგრამი ოქსიცოდონის [Oxycodone] ტაბლეტები, კოკაინი და ქსანაქსი მიყიდა. ოქსიცოდონი ტკივილგამაყუჩებელია, რომელიც ფენტანილს შეიცავს, ფენტანილი კი ჰეროინზე 50-ჯერ უფრო საშიში სინთეტური ოპიოდია. DEA-ს ინფორმაციით, მაკ მილერმა ტაბლეტები დაფხვნა და გაიყნოსა, რამაც მის გარდაცვალება გამოიწვია.

რეპერი 2018 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. მაშინ, ექსპერტიზამ გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკებით ზედოზირება დაადგინა და გვამში ფენტანილი, კოკაინი და ეთანოლი აღმოაჩინა.

იმ შემთხვევაში თუ, კამერონ ჯეიმს პეტიტს აკრძალული ნივთიერებების გადატანისა და გაყიდვის ბრალი დაუმტკიცდა, მას შესაძლოა 20 წლამდე პატიმრობა დაემუქროს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები