გრეტელი და ჰენზელი

გრეტელი და ჰენზელი: ახალი ჰორორის თრეილერი გამოვიდა

ტაბულა

ძმები გრიმების ამ ზღაპრის მრავალი ინტერპრეტაცია მაყურებელმა უკვე იხილა, ახლა კი დროა ჰორორის ჟანრში გადავინაცვლოთ, რაც საკმაოდ უხდება ამ ავტორების ნამუშევრებს.

პროექტის რეჟისორი ოზ პერკინსია. მთავარ როლს კი, სტივენ კინგის ნაწარმოების "IT" ეკრანიზაციის ვარსკვლავი სოფია ლილისი შეასრულებს. ფილმის სიუჟეტი იდუმალ ადგილას ვითარდება. მთავარი პერსონაჟი - გრეტელი, ძმასთან ერთად ტყეში, საკმაოდ სახიფათო და შემაძრწუნებელ გარემოში საკვების საპოვნელად მიემართება. ეს გასეირნება კი ღამის კოშმარად იქცევა, რადგან ბავშვებს ბოროტებასთან დაპირისპირება მოუწევთ. 

ფილმის პრემიერა მომავალი წლის 31 იანვარს შედგება. 

 

 

კომენტარები