ხანძარი

თემქაზე, ბინაში ხანძრის ჩასაქრობად მისულმა მაშველებმა, გარდაცვლილი ქალი იპოვეს

flickr

თბილისში, თემქის დასახლებაში, ბინაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მისულმა მაშველებმა ხანშიშესული ქალის ცხედარი იპოვეს.

როგოც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არაოფიციალური ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბინაში გაჩენილი ხანძარი მაშველებმა ჩააქრეს, ტერიტორიის დათვალიერებისას, მათ ხანშიშესული ქალის ცხედარი იპოვეს, რომელსაც თავის არეში, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს ჭრილობა მიყენებული. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ბინაში გაჩენილი ხანძარი მკვლელობის დაფარვის მიზნით განზრახ გაჩენილი.

კომენტარები