პოლ მაკარტნის წიგნი

პოლ მაკარტნის დაწერილი საბავშვო წიგნი "Hey Grandude!" გამოიცა

0 კომენტარი
ფოტო: Penguin Books

სერ პოლ მაკარტნის სახელზე აქამდე შესაძლოა მხოლოდ ლეგენდარული მომღერალი გვახსენდებოდა, თუმცა მან უკვე მწერლის ამპლუაც მოირგო.

"Hey Grandude!" - ასე ქვია სერ პოლ მაკარტნის მიერ დაწერილ საბავშვო წიგნს, რომელიც ილუსტრაციებით არის გაფორმებული და რომლის დაწერის ინსპირაციაც ბითლზის წევრისთვის თავისი შვილიშვილები იყვნენ.

მას 8 შვილიშვილი ყავს, 6 ბიჭი და ორი გოგო, 7-დან 20-წლამდე.

წიგნის სათაური რა თქმა უნდა ბითლზის სიმღერას Hey Jude-საც უკავშირდება, თუმცა უთავრესად იდეა შვილიშვილების მიერ მაკარტნისთვის შერქმეული სახელიდან არის წამოსული.

"ერთ-ერთმა ჩემმა შვილიშვილმა, რომელიც Grandad-ს მეძახდა, ერთ დღესაც შემთხვევით Grandude დამიძახე, ამის შემდეგ იგივეს დაძახება სხვა ბავშვებმაც დაიწყეს", - თქვა მან.

მაკარტნის იმდენად მოეწონა ეს სახელი, რომ მან ისტორიების მოგონება დაიწყო პერსონაჟი Grandude-ის გარშემო. პერსონაჟი პენსიაზე გასული ჰიპია, რომელსაც სხვადასხვა თავგდასავლები აქვს თავის შვილიშვილებთან ერთად.

"მე ის წარმოვიდგინე როგორც ასაკოვანი, ექსცენტრიული ადამიანი. მას აქვს ნაცრისფერი წვერი, თმა პონის კუდივით აქვს შეკრული, უკეთია პატარა ქუდი და ბაფთა. პერსონაჟს აქვს მაგიური კომპასი, რომლის დატრიალებისას, სადაც გინდა იქ წახვალ. Grandude-ში ჩემი თავი არ მიგულისხმია, იმიტომ რომ ის მაგიურია და მე არა", - თქვა სერ პოლ მაკარტნიმ.

წიგნის ილუსტრაციებზე კანადელმა კეტლინ დარსტმა იმუშავა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები