სამხედრო სავალდებულო სამსახური

კილაძე ბიბლიურ თავისუფლებაზე: რელიგიის თავისუფლება ხელშეუხებელია, თუ ეს გულწრფელი რელიგიაა

ტაბულა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძის თქმით, თუ გვსურს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, ამისთვის "მუხლჩაუხრელი შრომა და პატრიოტული სულისკვეთების გაზრდაა საჭირო."

მისივე შეფასებით, გირჩის ქმედებები და აქტივობები არ ემსახურება იმას, რომ ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ, - "მე არ მგონია, რომ ეს ქმედებები და აქტივობები, რასაც გირჩი ეწევა, ემსახურებოდეს იმას, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები", - ამბობს კილაძე.

სოფო კილაძემ "რელიგიურ თავისუფლებაზეც" ისაუბრა და აღნიშნა, რომ რელიგიის თავისუფლება კოსტიტუციიტაა განსაზღვრული და ხელშეუხებელია, თუ ეს "გულწრფელი რელიგიაა"

"რაც შეეხება რელიგიის თავისუფლებას, ესაა ხელშეუხებელი, კონსტიტუციით განსაზღვრული თუ, რა თქმა უნდა, ეს არის გულწრფელი რელიგია. თავად გირჩს არაერთხელ უთქვამს, რომ ეს რელიგია კი არა, არამედ გაშარჟებაა რელიგიური გრძნობების, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ბოროტად გამოყენება ხდება რელიიგიის თავისუფლების", - თქვა კილაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც დღეს, 5 სექტებმერს, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენდნენ გირჩის "ბიბლიური თავისუფლება" სექტას შეადარა და აღნიშნა, რომ მინისტრობისას ეს იქნება პირველი ამოცანა, რომელსაც დაარეგულირებს.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე გამოეხმაურა. ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება "ბიბლიური თავისუფლების" შესახებ მისი მორიგი "სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია".

კომენტარები