იარაღის წარმოება

კილაძე: იარაღის წარმოება ლარს გაამყარებს, შეიქმნება სამუშაო ადგილები, ქვეყანა განვითარდება

ტაბულა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძის თქმით, სამხედრო წაროება ლარს გაამყარებს და შექმნის სამუშაო ადგილებს, შესაბამისად ქვეყანაც მეტად განვითარდება.

"ჩვენთვის დასაქმება, სამუშაო ადგილების შექმნა და ლარის სიმყარის შენარჩუნება არის ერთერთი მთავარი ამოცანა, რაც პირდაპირ გადის ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებზე. თუ ჩვენ გვექნება რაღაც კუთხით წარმოება და განვავითარებთ სამხედრო წარმოებას, სადაც დასაქმდებიან ჩვენი მოქალაქეები, სადაც ჩვენი საჭიროებიდან გამომდინარე ამ საბრძოლო მასალას ჩვენს ქვეყანაშივე ვიყიდით. ეს ლარს უფრო მეტად გაამყარებს და შეიქმნება სამუშაო ადგილები და ქვეყანაც უფრო განვითარდება", - ამბობს კილაძე.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო მოსმენისას იარაღის წარმოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში, გარდა ბირთვული იარაღისა, უნდა დაიწყოს სხვა ყველა სახის იარაღის წარმოება.

კომენტარები