თალიბანი

ქაბულში თალიბანის თვითმკვლელმა ტერორისტმა, სულ მცირე, 10 ადამიანი მოკლა, დაშავდა 42

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

5 სექტემბერს ქაბულის ცენტრში თვითმკვლელმა ტერორისტმა სულ მცირე 10 ადამიანი მოკლა. დაშავებულია 42 ადამიანი. 

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

"აფეთქებას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, 42 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი," - განაცხადა შსს-ს სპიკერმა ნასრათ რაჰიმიმ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებსა და სურათებში ჩანს, რომ აფეთქება ავღანეთის NATO-ს სამხედრო ძალების სათაო ოფისისა და აშშ-ის საელჩოს მახლობლად მოხდა. 

2 სექტემბერს თალიბანის თვითმკვლელმა ტერორისტმა 16 მოკლა, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

მიმდინარე კვირაში აშშ-ის მომლაპარაკებელმა მშვიდობის საკითხებში ზალმაი ხალილზადმა თქვა, რომ ორივე მხარემ შეადგინეს ჩარჩო შეთანხმება, რომლის თანამხადაც, აშშ-ის სამხედრო ძალები ავღანეთის 5 სამხედრო ბაზას ხელმოწერიდან 135 დღის მანძილზე დატოვებდნენ. ხალილზადი პროექტის განსახილველად ავღანელ და NATO-ს მაღალჩინოსნებთან შეხვედრას მოელის, თუმცა ხელმოწერამდე შეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმა უნდა დაამტკიცოს.

7 აგვისტოს ქაბულის პოლიციის შენობასთან თალიბანის თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მანქანაში აიფეთქა. შედეგად დაშავდა სულ მცირე 95 ადამიანი. 

ამ თავდასხმამდე ერთი დღით ადრე თალიბანმა 28 სექტემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტის მოწოდებით განცხადება გაავრცელა და დაიმუქრა, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას თავდასხმებს მოაწყობენ.

ამავდროულად ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ორი სამალავი აიღეს. მოკლულია 2 ტერორისტი. ამოიღეს დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი მოწყობილობები.

თავდასხმამდე 1 კვირით ადრე დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თალიბანთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ავღანეთიდან 6,000-მდე ჯარისკაცის გამოსაყვანად ემზადება.

ამჟამად ავღანეთში 14,000 ამერიკელი სამხედროა, რაც 8-9 000-მდე შემცირდება, იმ რაოდენობამდე, რაც დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტის პორტის დაკავების დროს იყო.

შეთანხმების ფარგლებში თალიბანი უარყოფს ალ-ქაიდას და დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას.

გეგმა თალიბანთან ზალმაი ხალილზადის, ავღანეთში დაბადებული ამერიკელი დიპლომატის მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბდა. ის მოლაპარაკებების საწარმოებლად დონალდ ტრამპმა დანიშნა. შეთანხმება ავღანეთში სექტემბერში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა შედგეს.

ხალილზადმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი კატარში უახლოეს პერიოდში გაიმართება. შესაძლოა ამ შეხვედრაზე აშშ-ის სამხედრო ძალების კიდევ უფრო შემცირებაც განიხილონ.

თალიბანი ამ დროისათვის ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს, მათ მარიონეტულ რეჟიმს უწოდებს და ამბობს, რომ პირველ რიგში აშშ-სთან მათი ჯარების თაობაზე უნდა მიაღწიონ შეთანხმებას.

პენტაგონის სპიკერმა შონ რობერტსონმა თქვა, რომ თავდაცვის დეპარტამენტს ჯარის გამოყვანის თაობაზე ბრძანება ჯერ არ მიუღია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები