მსახიობის ენ ჰეთეუეის ერთერთი სახლი კალიფორნიაში მდებარეობს, სადაც მის მეუღლესთან, სამკაულების დიზაინერთან ადამ შულმანთან და მათ სამი წლის ვაჟთან ჯონათანთან ერთად ცხოვრობს.
"ეს რომანტიკისა და დიდებული დიზაინის იდეალური კომბინაცია იყო. შინაგანი ინსტინქტი გვკარნახობდა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ყოფილიყო ჩვენ ცხოვრებაში," - აღნიშნა ჰეთეუეიმ.
შვეიცარული შალეს სტილის სახლი 1906 წელს ააშენეს, რომელიც 1917 წელს ხანძრის შედეგად განადგურდა და შემდეგ ხელახლა აღადგინეს.
სახლს ერთ დროს ცნობილი ფრანგი დიზაინერი ივ სენ ლოერენიც ფლობდა.