ეკონომიკა

ნათია თურნავა 20 ივნისის აქციის შესახებ: ჩვენს რეპუტაციას მსოფლიოში დიდი დარტყმა მიადგა

0 კომენტარი
ნათია თურნავა ფოტო: ტვ იმედი

საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, საქართველოს ტურისტული რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიადგა.

"დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ დაგვერწმუნებინა საერთაშორისო საზოგადოება, რომ საქართველო კვლავაც არის მშვიდობიანი, მიმზიდველი ტურისტული ბაზარი. ჩვენ დავზარლდით არამხოლოდ რუსი ტურისტების მიმართულებით, არამედ მთლიანად ჩვენ რეპუტაციას ამ სფეროში დიდი დარტყმა მიადგა".

თურნავას თქმით, 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, მთელს მსოფლიოში გაჩნდა განგაშის ზარი საქართველოში ტურიზმთან დაკავშირებით. მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მთავრობამ გამოიყენა ყველა რესურსი ზარალის შესამცირებლად. ამავდროულად თურნავას თქმით, 20-21 ივნისს უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების მხრიდან მათი არაკანონიერი დღის წესრიგის განხორციელებას შეეცადნენ.

"ჩვენ მოგვიხდა დამატებითი ძალისხმევა ყველა ტრიბუნიდან ყველა ფორმატში, კვლავ დაგვემტკიცებინა მსოფლიოსთვის საუბარი ევროპის ქვეყნებზე, კანადაზე, ყველგან გაჩნდა განგაშის ზარი რა ხდება საქართველოში? არაფერი აქ არ ხდება გარდა იმისა, რომ უპასიხისმეგბლო პოლიტიკური ძალები თავის არაკონონიერ დღის წესრიგს ახორცილებენ, ეს იყო ძირითადი მიზანი რატომაც მთავრობა აქტიურად ჩაერთო ტურისტული ანტიკრისიზული გეგმის განხორციელებაში", — განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები