საქართველოს მთავრობა

გამორჩეული წევრი, გამორჩეული ლიდერი, გამორჩეული მენეჯერი — ნათია თურნავა გახარიას შესახებ

0 კომენტარი
ფოტო: კომერსანტი

ეკონომიკისა მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე, გიორგი გახარიაზე ისაუბრა. თურნავას თქმით, გახარია გამორჩეული ლიდერია და მისი კაბინეტის თითოეული წევრი მას გვერდში დაუდგება.

"მე მაქვს მყარი შეგნება, რომ ჩვენი გუნდი იქნება ძალიან წარმატებული. ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ბატონი გიორგი გახარია არის ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი, გამორჩეული ლიდერი, გამორჩეული მენეჯერი და ჩვენ, თითოეული ჩვენთაგანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს 12 თვე წარმატებულად დაძლიოს და მშვიდობიანად მივიდეს არჩევნებამდე.

ლევან გოგიჩაიშვილის კითხვაზე თუ რა მოლოდინი აქვს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით, თურნავა პასუხობს, რომ ეს დამოკიდებულია იმ ძალისხმვაზე რასაც კაბინეტის თითოეული წევრი გაიღებს. თურნავას თქმით, კაბინეტის ყველა წევრი მაქსიმალურად მოტივირებულია და ყველა მათგანი საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებს. 

ლევან გოგიჩაიშვილმა ეს კითხვა, მინისტრობის ოთხივე კანდიდატს დაუსვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები