სამთავრობო ცვლილებები

ბოკერია: ივანიშვილის მიერ გახარიას წარდგენა იყო დამატებითი სილის გაწვნა

"უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა მთელ ქართულ საზოგადოებას ივანიშვილმა ამ ტიპის ფიგურის [გახარიას] წარდგენით. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემთვის დიდი განსხვავებაა არაა ივანიშვილის სხვადასხვა მარიონეტებს შორის. უბრალოდ გახარიას წარდგენა იყო დამატებითი სილის გაწვნა", - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პალიტრანიუსის გადაცემაში "360გრადუსი" ისაუბრა.

ბოკერიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი რადიკალიზაციის საფუძველზე ცდილობს გადარჩენას;

"მინიმალური დემოკრატიული სტანდარტი, "გავრილოვის ღამის" შემდეს, ის ვინც პოლიტიკურად უშუალოდ ფორმალურად პასუხისმგებელი იყო - უნდა გადადგეს, ესეც კი არ დაიცვა, აქაც მან [ივანიშვილმა] გამოწვევა ესროლა საზოგადოებას, იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ის თვლის, რომ ერთადერთი შანსი მისი გადარჩენის არის რადიკალიზაცია, რომ კიდევ უფრო მეტ გამწვავებაზე წავიდეს და პოლარიზაცია მოახდინოს", - ამბობს გიგა ბოკერია. 

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე 3 სექტემბერს წარადგინა. სამთავრობო ცვლილებების განხილვა პარლამენტში უკვე დაიწყეს. საკანონმდებლო ორგანო მთავრობის დამტკიცებას 8 სექტემბერს აპირებს.

კომენტარები