საბანკო რეგულაციები

მაჭავარიანი იპოთეკურ სესხებზე: ალბათ არ საჭიროებდა განსაკუთრებულ დარეგულირებას

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში საბანკო რეგულაციების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. კითხვა მინისტრობის კანდიდატს, დეპუტატმა, ნინო წილოსანმა დაუსვა. 

მაჭავარიანის თქმით, რეგულაციების შემოღებისას არ ეთანხმებოდა იპოთეკური სესხების დარეგულირების არჩეულ მიმართულებას. 

"საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით არაერთხელ გამიკითებია განცხადება და აღარ წავალ სიღრმეებში. იყო ნაწილი რასაც არ ვეთანხმებოდი და ეს პირვილ რიგში იპოთეკურ სესხებს ეხებოდა. ქალბატონმა ნინომაც აბსოლუტურად სწორად აღნიშნა, რომ ამ სექტორში გაფუჭებული სესხების პროცენტი იმდენად მცირე იყო, რომ ალბათ არ საჭიროებდა განსაკუთრებულ დარეგულირებას". — განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ინიციატივით, 2019 წლის პირველი იანვრიდან ახალი საბანკო რეგულაციები ამოქმედდა. ახალი შეზღუდვები შეეხო, სესხების ხანგრძლივობას, შემოსავლით სესხის ვალდებულების კოეფიციენტს და შემოსავლების დადასტურების ნაწილს.

კომენტარები