ნიკი მინაჟი

ნიკი მინაჟი მუსიკალურ კარიერას წყვეტს

ნიკი მინაჟი მუსიკალურ კარიერას წყვეტს. ამის მიზეზად ამერიკელმა მუსიკოსმა ოჯახი დაასახელა.

მინაჟის თქმით, ის მზადაა გახდეს დედა, სწორედ ამიტომ იგი მუსიკალურ კარიერას წყვეტს.

"გადავწყვიტე შევწყვიტო [კარიერა] და მყავდეს ოჯახი. ვიცი ახლა ბედნიერები ხართ" - წერს რეპერი ტვიტერზე.


ნიკი მინაჟი 10 გრემის ჯილდოზეა ნომინირებული, ასევე მან 2017 წელს გინესის რეკორდი დაამყარა, როგორც Billboard-ის "ცხელ ასეულში" შესულმა სოლო ქალმა არტისტმა. ასევე მან კარიერის განმავლობაში 5 MTV-ის მუსიკლაური კლიპის ჯილდო დაიმსახურა.

კომენტარები