ლიამ და ნოელ გალაჰერები

ლიამ გალაჰერი: მეწყინა, როდესაც ნოელის ცოლმა მსუქანი დამიძახა

BBC.co.uk

Oasis-ის ყოფილმა წევრმა ლიამ გალაჰერმა თქვა, რომ ეწყინა, როდესაც მისი ძმის, ნოელ გალაჰერის ცოლმა სარა მაკდონალდმა მას მსუქანი დაუძახა.

ეს მაშინ მოხდა, როდესაც ნოელ გალაჰერმა ლიამ გალაჰერი მის ცოლზე მუქარაში დაადანაშაულა. მან ტვიტერზე ტექსტი დაწერა, რომელიც, მისივე თქმით, ლიამმა მის შვილს ანაისს მიწერა.

”უთხარი დედობილს, რომ ფრთხილად იყოს”.

ამ ფაქტს ლიამ გალაჰერი გამოეხმაურა.

”მან თქვა, რომ მე მის ცოლს დავემუქრე, თუმცა ეს ასე არ ყოფილა. როდესაც ვინმეს ემუქრები, ამბობ რომ “თუ ამას გააკეთებ, ეს მოხდება”.

მისივე თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, ამ ამბავში ნოელის შვილის ანაისის ჩართვა არასწორი იყო.

”ამ ყველაფერში ანაისი არ უნდა ჩამერთო და ამისთვის ბოდიშს ვიხდი. ნოელის ცოლმა მსუქანი დამიძახა, რაც მეწყინა. მე მაქვს მუცელი, მაგრამ მსუქანი არ ვარ”.

კომენტარები