Economist: მარიხუანის ლეგალიზაცია არაჯანსაღი საკვების ( junk food) გაყიდვებს ზრდის

medium.com

მარიხუანას მწეველებისთვის ცნობილია, რომ მოწევის შემდეგ, ხშირად უკვე არაფხიზელ ადამიანებს შიმშილის განცდა და მაღალკალორიული საკვების მოთხოვნილება უჩნდებათ. ეს ფენომენი პოპ-კულტურაშიც დამკვიდრდა. საინტერესოა არსებობს თუ არა ამ გავრცელებული შეხედულების ემპირიული დადასტურება? იწვევს თუ არა მარიხუანის გავრცელება და მასობრივი მოხმარება არაჯანსაღ საკვებზე (junk food) მოთხოვნის ზრდას და რამდენით იზრდება ამ ტიპის საკვების გაყიდვები?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, კონეკტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორმა, მიკელე ბაჯიომ და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ალბერტო ჩონგმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს. 1990-იანი წლებიდან დღემდე აშშ-ს 30 მეტ შტატში ლეგალური გახდა სამედიცინო მარიხუანა, 11 მათგანში ლეგალური გახდა რეკრეაციული მარიხუანაც. იმის გამო, რომ მიდგომები და კანონმდებლობა სხვადასხვა შტატში სხვადასხვა დროს იცვლებოდა, პროფესორებმა არაერთი საველე ექსპერიმენტი ჩაატარეს, მათ შორის შეისწავლეს ლეგალური და ხელმისაწვდომი მარიხუანის გავლენა, საკვების გაყიდვებზე.

ბაჯიომ და ჩონგმა შეაგროვეს საკვების ყოველთვიური გაყიდვების მონაცემები, სუპერმარკეტებიდან, აფთიაქებიდან, სწრაფი და ყველას სახის კვების ობიექტბიდან. შეგროვებული მონაცემები 2006-იდან 2016 წლამდე პერიოდს მოიცავს. იმ მოსაზღვრე და არამოსაზღვრე შტატების მონაცემების დაჯამებით, სადაც მარიხუანა ლეგალური და ხელმისწვდომია და სადაც ესე არ არის, პროფესორებმა დაადგინეს მარიხუანის ლეგალიზაციის ეფექტი არაჯანსაღი საკვების (junk food) გაყიდვებზე.

კვლევის შედეგებით, აღმოჩნდა რომ, ორეგონის შტატში მარიხუანის ლეგალიზაციის პირველ 18 თვეში 3,1%-ით გაიზარდა ნაყინის გაყიდვები, 4.1%-ით გაიზარდა ნამცხვრების და 5%-ით გაიზარდა სხვასხვა სახის ჩიფსების გაყიდვები.

იმავე მკვლევარების მიერ ჩატარებული მეორე კვლევის შედეგებით, აღმოჩნდა რომ მარიხუანის ლეგალიზაცია სხვა სამომხმარებლო ჩვევებზეც მოქმედებს. მარიხუანის ლეგალიზაციიდან პირველ ორ წელში ალკოჰოლის მოხმარება 12%-ით შემცირდა. ე.წ. ჩანაცვლების მაჩვენებელი საგრძნობლად უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე მკვლევარები ელოდნენ.

ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ ზოგიერთი ადამიანი ტკივილის გაყუჩებისთვის ალკოჰოლს იყენებს, ხოლო, როდესაც სამედიცინო მარიხუანა მათთვის ხელმისწავდომი ხდება ადამიანების დიდი ჯგუფი ალკოჰოლიდან მარიხუანაზე გადადის. ამ ცვლილების მეშვეობით შემცირდა ალკოლისგან გამოწვეული და მასთან დაკავშირებული უარყოფითი მოვლენების რიცხვი.

წყარო: Economist

 

კომენტარები