სირცხვილია

მთავრობის მოსმენის პარალელურად პარლამენტთან აქცია ტარდება, მოქალაქეებს შენობაში არ უშვებენ

საქართველოს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება. თავდაპირველად, მინისტრობისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატები ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების კითხვებს უპასუხებენ. სხდომა უკვე დაიწყო.

პარალელურად, აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობასთან. მათ ნაწილს პარლამენტში შესვლა და მინისტრებისთვის კითხვების დასმა უნდოდა, თუმცა შენობაში არ შეუშვეს და ამის მიზეზად დაასახელეს ის, რომ "საშვთა ბიურო არ მუშაობს".

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ პრევენციის მიზნით საშვების დაშვება შეზღუდულია, თუმცა ჟურნალისტები და პარლამენტის თანამშრომლები შენობაში შედიან.

მოქალაქეები აპირებენ სირცხვილის დერეფნების მოწყობასაც. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები