სამთავრობო ცვლილებები

მდინარაძე ენმ-ზე: კაცების გამაუპატიურებლების მხრიდან სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მარაზმია

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ადამიანების ჯანმრთელობაზე [20-21 ივნისის აქციის დაშლისას დაზარალებულების] ზრუნვის მორალური უფლება არ აქვთ. 

"ნახეთ არათანმიმდევრულობა: გუშინ მთელი დღის განმავლობაში ისინი აცხადებდნენ, რომ ისინი იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში და არ მოვიდოდნენ საქართველოს პარლამენტში. შეცვალეს გადაწყვეტილება თურმე რისთვის. თურმე იმისთვის, რომ მოეწყოთ რამდენიმეწუთიანი სპექტაკლი და საზოგადოებისთვის შეეთავაზებინათ ძალიან ბინძური ტყუილი. ადამიანები, რომლებიც ქუჩაში კლავდნენ ადამიანებს, ახლა ვითომ დაინტერესებულები არიან ადამიანების ბედით. ამ ხალხის ბედი ჩვენ გვაინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომა ქციის დაშლა იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური და თანამედროვე სამყაროში ამის შესახებ კითხვაც კი არავის დაუსვამს, ეს არ არის საფუძველი იმისა, რომ მეორე მხარეს ჩვენ არ ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე. მთელი ცხოვრება ჩვენ ამ ადამიანებზე, მათ შორის მაკო გომურზე უნდა ვიზრუნოთ, ეს არის ჩვენი მორალური ვალდებულება, რაც არ უნდა კანონიერი ყოფილიყო დაშლა. იქ იყო გადაცდომები, ამაზე პასუხები უნდა აგონ კონკრეტულმა ადამიანებმა, თუ ვინმე გასცდა ლეგიტიმური დაშლის ჩარჩოებს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების ზრუნვა, ადამიანის ქუჩაში მკვლელების და ძალიან დიდი ბოდიში, მიჭირს ასეთი სიტყვების გამეორება, მაგრამ მიწევს, მამაკაცის გაუპატიურებაში მხილებული ხალხის მხრიდან ადამიანების ჯანრმთელობაზე ზრუნა არის სირცხვილი კი არა, სრული მარაზმი", - თქვა მდინარაძემ

ენმ-მ​ დღეს, 6 სექტემბერს, ფრაქციის სხდომაზე პროტესტის ნიშნად გახარიას მოსმენა შეწყვიტა.

პარტია ითხოვდა, სხდომას 20 ივნისის ღამეს დაშავებული მაკო გომური და სხვა მოქალაქეები დასწრებოდნენ. 

სამთავრობო ცვლილებების განხილვა პარლამენტში საპროტესტო აქციის პარალელურად მიმდინარეობს. ამასთან, ენმ-ის დეპუტატებმა მაკო გომურისთვის, ასევე სხვა მოქალაქეებისთვის საშვები დაუშვა, თუმცა, პარლამენტის დაცვა "პროგრამის გაჭედვას" იმიზეზებს და მათ შენობაში არ უშვებს. 

თხოვნის მიუხედავად, მოქალაქეები სხდომათა დარბაზში არ შეიყვანეს, სწორედ ეს გახდა ენმ-ის ბოიკოტის მიზეზიც.

სამთავრობო ცვლილებების განხილვა პარლამენტში საპროტესტო აქციის პარალელურად მიმდინარეობს. ამასთან, ენმ-ის დეპუტატებმა მაკო გომურისთვის, ასევე სხვა მოქალაქეებისთვის საშვები დაუშვა, თუმცა, პარლამენტის დაცვა "პროგრამის გაჭედვას" იმიზეზებს და მათ შენობაში არ უშვებს. 

თხოვნის მიუხედავად, მოქალაქეები სხდომათა დარბაზში არ შეიყვანეს, სწორედ ეს გახდა ენმ-ის ბოიკოტის მიზეზიც. 

"ჩვენ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად თქვენი გამოსვლის მოსმენა ასეთ პირობებში და ვწყვეტ სხდომას", - თქვა რომან გოცირიძემ. 

სამთავრობო ცვლილებები ქართულმა ოცნებამ 3 სექტემბერს დააანონსა. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერი გახდება. თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი. ლევან იზორია უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოს. შს მინისტრად სუს-ის მოქმედი უფროსი, ვახტანგ გომელაური დაინიშნება. 

პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცებას 8 სექტემბერს გეგმავს, იქამდე კი მინისტრთა კაბინეტის წევრებს უსმენს. 

20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც მშვიდობიანი ანტირუსული აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშალა, ათობით ადამიანი დაშავდა, 2-მა კი თვალი დაკარგა, მოქალაქეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, თუმცა, ხელისუფლება აქციას ძალადობრივს უწოდებს და გახარიას გადაყენებას არ აპირებს. პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლებითაც დაიწყო. სამართლებრივი დევნა 19 ადამიანის მიმართ დაიწყო. 

20-21 ივნისის ღამით აქციის დაშლის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომას მოქალაქეები ამ დრომდე ითხოვდნენ, თუმცა, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გახარია არა თუ თანამდებობიდან გადააყენა, არამედ დააწინაურა და პრემიერმინისტრის პოსტზე წარადგინა. 

კომენტარები