ტურისტული ინდუსტრია

TBC RESEARCH: აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 7.4%-ით გაიზარდა

ბათუმი
georgia.travel

თიბისი ბანკის და თიბისი კაპიტალის მიერ დაარსებული ანალიტიკური ცენტრის, TBC RESEARCH-ის ინფორმაციით, აგვისტოში საქართველოში განხორციელებული საერთოშორისო ვიზიტების რაოდენობა 7,4%-ით გაიზარდა. 

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, საზღვრის ყოველკვირეული გადმოკვეთების რაოდენობას ეფუძნება და 5 აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობა იმ ქვეყნებიდან, რომლის მოქალაქეებიც მაღაღი ხარჯვით გამოირჩევიან. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აგვისტოს ბოლო კვირაში ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობა 31%-ით არის გაზრდილი. 

კვლევის მიხედვით, აგვისტოს ბოლო კვირაში რუსი ვიზიტორების რაოდენობა 2,6%-ით შემცირდა, უფრო დიდია კლება ირანიდან 3,8%. 

ორგანიზაციის პროგნოზით, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია გამოდის შოკიდან, რომელიც რუსეთთან ფრენების აკრძალვის შემდეგ მიიღო. ტურიზმის ინდუსტრიამ აგვისტოსი დადებითი დინამიკა აჩვენა და მომავალი ზრდის პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა. 

კომენტარები