დიანა ღურწკაია

ღურწკაიამ პუტინის კანდიდატის მხარდასაჭერად სიმღერა "მე სხვა კანდიდატს ვერ ვხედავ" იმღერა

Moscvichka.ru

რუსეთში მოღვაწე მომღერალმა დიანა ღურწკაიამ მოსკოვის არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას პუტინის პარტიის "ერთიანი რუსეთი" კანდიდატის ანდრეი მეტელსკის მხარდასაჭერად სიმღერა "მე სხვა კანდიდატს ვერ ვხედავ" იმღერა.

აღნიშნული სიმღერა ღურწკაიამ 5 სექტემბერს გოლიანოვის რაიონში გამართულ კონცერტზე შეასრულა. 

შეგახსენებთ, რომ ივნისში ღურწკაია რუსულ მედიასთან გავრილოვის ღამეს გამოეხმაურა. ღურწკაიამ ბოდიში მოუხადა "მართლმადიდებელ ძმებს" და თქვა, რომ მომიტინგეები მოსახლეობის დიდი ნაწილისგან განსხვავდებოდნენ.

ღურწკაიამ ისიც თქვა, რომ მართლმადიდებელი "მოძმე ერების" გაყოფა პოლიტიკას არ შეეძლო.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომელიც ქალაქის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდასაჭერად იმართება. პოლიციამ აქციები ძალადობრივად არაერთხელ დაარბია. მხოლოდ 27 ივლისს აქციაზე პოლიციამ 1300-ზე მეტი ადამიანი დაკაავა. აქციების დაწყების მომენტიდან ამ დრომდე, სისხლის სამართლის საქმე 20 მოქალაქის წინააღმდეგ აღიძრა, 100-ზე მეტ მოქალაქეს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა. ამ პერიოდში დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების ჯამური რაოდენობა 5 მილიონი რუბლია (75 ათასი დოლარი). 

ამ დროისთვის ამ ოპოზიციონერების უმეტესობა ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება.

კომენტარები